არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ - გომელაური ფარულ მიყურადებაზე
"არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ", - შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ფარული მიყურადება არ ხორციელდება. მისი თქმით, გვარამიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტებზე სავარაუდოდ, შესაბამისი უწყება დაინტერესდება.
ეგეთი დოკუმენტი მილიონობით შემიძლია გავაკეთო. როგორ უნდა დავადასტურო რომ ნამდვილია, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელია", - თქვა გომელაურმა ჟურნალისტების საპასუხოდ.
შეგახსენებთ, გუშინ ნიკა გვარამიამ "მთავარის" ეთერში ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელიც მისი თქმით, ივანიშვილისთვის მომზადებული სუს-ის ანგარიშია. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი პირადი ცხოვრების ამსახველია. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელ გურამ იმნაძეს შორის. ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.