"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ჩანაწერები მის ლაპარაკს ასახავს

02.08.21 15:05
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ადასტურებს, რომ  სუს-ის ჩანაწერები მის ლაპარაკს ასახავს

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ  სუს-ის ჩანაწერები მის ლაპარაკს ასახავს. 

მისი განცხადებით, ნიკა გვარამიას მიერ გუშინ  გასაჯაროებული სუს-ის ჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკოსების და სხვა  პირების ფარული მიყურადების  ბიძინა ივანიშვლისთვის მომზადებული ანგარიშებია, მის ლაპარაკსაც ასახავს. 

გუშინ გავრცელებული ჩანაწერებიდან ერთ-ერთი ნამდვილად იყო ჩემი საუბრის ამსახველი, ვესაუბრებოდი ჩემ ერთ-ერთ კოლეგას. იყო 2020 წლის ზაფხულში ჟურნალისტმა, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, შემომთავაზა თემა მაღალჩინოსნების ცოლების დასაქმებაზე, მეუბნებოდა, რომ ვერ გამოვიძიებ ამ თემას, რადგან ვიცნ არის წყარო შეიძლება მას შეექმნას საფრთხე და შენ თუ დაინტერესდები და გამოიკვლევ, ეს იყო საუბრის შინაარსი", - ამბობს მგელაძე. 

დოკუმენტში, რომელიც გვარამიამ წაიკითხა, ნათქვამია: 

"მიმდინარე წლის 16 ივნისს [იგულისხმება 2020 წლის 16 ივნისი - რ.თ.] საუბარი შედგა, ერთ-ერთი მსხვილი მედიაა, გამომძიებელ ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორს თ-ს, დაახლოებულია ხელისუფლებასთან, შორის. საუბარში თ.-მ გ.-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თქმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა.

თ.[ამბობს, რომ] ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთავრებული.

ასევე თ.-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს სოციალური მედიის მენეჯერად, თ.-ს თქმით, ზემოხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და [არ] არიან არაკომპეტენტურები.