ნ.გ.- ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს - კობახიძე ფარულ მოსმენებზე

02.08.21 15:11
ნ.გ.- ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს - კობახიძე ფარულ მოსმენებზე

ნ.გ. - ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს", - ასე ეხმიანება ირაკლი  კობახიძე ნიკა გვარამიას მიერ  სუს-ის მიყურადების შესახებ გასაჯაროებულ კრებსებს.

კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები წარსულში ხორციელდებოდა. 

ნ.გ. - ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. როგორც ჩანს, საკუთარი წარსული გაახსენდათ არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად მთელ საზოგადოებას. ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული",  - ამბობს კობახიძე.