გეგელია კალაძეს პასუხობს: შეშინებული ადამიანის პოლიტიკური ნონსენსი და ბოდვა
კალაძის განცხადება, შეშინებული ადამიანის პოლიტიკური ნონსენსი და ბოდვაა - ასე უპასუხა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა გრიგოლ გეგელიამ ლიდერმა დედაქალაქის მერს, რომელმაც დღეს „დემოკრატიის ფესტივალი“ წინასაარჩევნო კამპანის ჩატარებაში დაადანაშაულა.
გეგელია ამბობს, რომ ფესტივალზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად "ქართული ოცნებაც" არის მიწვეული, თუმცა ივანიშვილის გუნდი "მიმალვაშია"
ამ ფესტივალს საარჩევნო კამპანიასთან არავითარი საერთო არ გააჩნია. ამ ფესტივალზე მიწვეულია "ქართული ოცნებაც", რომელიც საკუთარი ნებით მიმალულია. ამ ფესტივალს აგრეთვე ესწრებიან თავისუფალი ადამიანები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც არავითარი პოლიტიკურ-პარტიული მკაფიოდ გამოხატული პრეფერენცია არ გააჩნია. ეს არის საერთო სახალხო ღონისძიება, სადაც განსხვავებული პარტიები, განსხვავებული იდეოლოგიები, განსხვავებული მრწამსის ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და ამ წვეყნის განვითარების მათეულ ხედვებზე საუბრობენ"- ამბობს გეგელია.
დემოკრატიის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება. პროექტი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
გასულ კვირას ღონისძიებას კახეთმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძიებას ასევე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.