სამტრედიაში ნიკა მელიას თავს, სავარაუდოდ,"ოცნების" ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ

11.08.24 19:38
სამტრედიაში ნიკა მელიას თავს, სავარაუდოდ,"ოცნების" ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ

სამტრედიაში ნიკა მელიას თავს, სავარაუდოდ, "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ. კოალოცია "ცვლილებებისთვის" სამტრედიაში ოფისი გახსნა. ადგილზე იმყოფებოდნენ ელენე ხოშტარია, ზურა-გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მელია. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია მედიას ინტერვიუს აძლევდა. თავდამსხმელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა, თავდასხმის შემდეგ კი თავი ახლომდებარე რესტორანს შეაფარა.