არ მინდა, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა - გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს სამართლიანი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, ოპოზიცია ისევე გამოიყენოს, როგორც ეს ვეტოს დადების დროს გააკეთა.
თუ ის კრიტიკულ პოზიციას დაიჭერს, თუ ის იქნება მკაფიო და სამართლიანი ამ პროცესში, მზად ვართ ამის მერე შევხვდეთ. ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა, როგორც გამოიყენა ვეტოს დადების დროს, რომ რაღაცა ილუზია შექმნა, ვითომნ ოპოზიციასთან კონსულტაცია იყო, შემდეგ კი არც არაფერი გადაწყვეტილება არ მიიღო. ცოტა ასეთი სუნი მცემს ამ შემთხვევაში, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
საქართველოს პრეზიდენტი დილიდან ორბელიანის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ მხარეებთან შეხვედრებს მართავს. განხილვის თემა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების ანულირებაა.