IRI-ის კვლევიით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ოცნებას“, 14 % „ნაცმოძრაობას“, 9 % კი გახარიას პარტიას მისცემდა
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის".
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები იყოს, ხმები ასე გადანაწილდა :
შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი -3%;
გირჩი მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 2%;
სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2%;
ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე - 2%,
პატრიოტთა ალიანსი - 2%;
მოქალაქეები - 2%;
ერი- ლევან ვასაძე - 1%;
გიგა ბოკერია - ევროპული საქართველო - 1%;
ხალხისთვის - ანა დოლიძე - 1%;
დროა - ელენე ხოშტარია 1 %;
გირჩი - 1%; სხვა - 1%;
არ იცის - 20%, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.