კობახიძე: 0-1=-1 - ეს არის "ლელოს" დღევანდელი მდგომარეობა
პრემიერი "ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ - ივანიშვილის გუნდის წევრი, ირაკლი კობახიძე "ძლიერი საქართველოსა" და ალეკო ელისაშვილის სავარაუდო გაერთიანებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ადამიანებს "წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ".
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პოლიტიკური ერთობის დღევანდელი მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ როგორც პრემიერი ამტკიცებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ძლიერი საქართველო" ახალი ცვლილებებით საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს.
რეალურად, ნულს მინუს ერთი უდრის მინუს ერთს. ეს არის "ლელოს" დღევანდელი მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმატების არავითარი შანსი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს", - ამბობს კობახიძე.
"პირველების" ინფორმაციით, გადამწყვეტი არჩევნებისთვის, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდება.
ერთობა განახლებული ძალებით ოფიციალურად დღეს, 12 აგვისტოს, 21:00 საათზე გაფორმდება.