კალაძე ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე: ყველა მოღალატე და ნულ-პროცენტიანი ერთადაა
თბილისის მერი, კახა კალაძე "ძლიერი საქართველოსა" და ალეკო ელისაშვილის სავარაუდო გაერთიანებაზე საუბრობს და პოლიტიკურ ოპონენტებს "მოღალატეებად" მოიხსენიებს.
"დღეს ყველა მოღალატე და ნულ-პროცენტიანები ერთად არიან თავმოყრილები" - თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა სავარაუდო ერთობაზე საუბრისას.
ჩვენ ამას, მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმებით. როგორ შეიძლება არ მოგვწონდეს მაგალითად, ელისაშვილისა და იგივე ხაზარაძის გაერთიანება. როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანს არ მოსწონდეს. რომ მოგვენდომებინა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა. დღეს ყველა მოღალატე და ნულ-პროცენტიანები ერთად არიან თავმოყრილნი და მარტივი არჩევანის გაკეთება შეეძლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას", - ამბობს კალაძე.
"პირველების" ინფორმაციით, გადამწყვეტი არჩევნებისთვის, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდება.
ერთობა განახლებული ძალებით ოფიციალურად დღეს, 12 აგვისტოს, 21:00 საათზე გაფორმდება.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.