ვთხოვ, ელისაშვილი ჩასვან გამსვლელი სიის პირველ ხუთეულში - მდინარაძე "ძლიერ საქართველოს"

12.08.24 17:22
ვთხოვ, ელისაშვილი ჩასვან გამსვლელი სიის პირველ ხუთეულში - მდინარაძე "ძლიერ საქართველოს"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ალეკო ელისაშვილის საარჩევნო სიაში ჩასმას სთხოვს.

ივანიშვილის გუნდის წევრი ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძისა და "მოქალაქეების" ლიდერის სავარაუდო ერთობაზე საუბრობს და მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს, ელისაშვილი "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში ჩასვას. 

ხომ შეიძლება შემთხვევით მოხდეს, რომ 3 პროცენტი ხუთი გახდეს. გადაწყვიტოს ქართველმა საზოგადოებამ, რომ ორი პროცენტით მეტმა მისცეს ხმა შემთხვევით. სამ-პროცენტიანი პარტიაა ხომ. მაინც, ყოველ შემთხვევაში, იმ ერთმა პროცენტმა რომ გაამართლოს, ელისაშვილი მათთან პრინციპულობაში, ყველაფერში საერთო თანხვედრაშია და ვთხოვ, რომ ჩასვან გამსვლელ სიაში პირველ სამეულ-ხუთეულში", - ამბობს მდინარაძე.

"პირველების" ინფორმაციით, გადამწყვეტი არჩევნებისთვის, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდება

ერთობა განახლებული ძალებით ოფიციალურად დღეს, 12 აგვისტოს, 21:00 საათზე გაფორმდება.