"ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს პარტიული ინტერესებისთვის იყენებს - ედუარდ მარიკაშვილი
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო აკრიტიკებს. მესამე სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პარტია და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, რათა წინსაარჩევნოდ ყველა თანაბარ გარემოში იყოს.
მარიკაშვილი მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმებსაც.
წლებია, რომ „ქართული ოცნება“ ახერხებს, მათ შორის, ერთ-ერთი მიმართულებით ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როდესაც პარტია და ხელისუფლება არ არის გამიჯნული, რომ ეს რესურსები, რომელიც სახელმწიფოსია, გამოიყენოს პარტიული ინტერესებისთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა მიმართულება ჰქონია ამ ყველაფერს. ზოგადად, არის რა თქმა უნდა, პოლარიზაციის შექმნა და ამ გარემოს შექმნა. ბევრი ფაქტორი აქვს ამას. ეს არის განცხადებები, ეს არის თავდასხმები, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
"ქართული ოცნება" საარჩევნო პროცესის განზრახ დაზიანებაშია მხილებული. საია უმწვავეს დასკვნას აქვეყნებს. უფლებადამცველ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებას საჯარო მოხელეების გამოყენებით და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციით ცდილობს.