“ოცნების“ განცხადება, რომ ომი საქართველომ “გარე ძალების ბრძანებით დაიწყო", რუსული მედიის მთავარი თემაა

13.08.24 18:52
“ოცნების“ განცხადება, რომ ომი საქართველომ “გარე ძალების ბრძანებით დაიწყო", რუსული მედიის მთავარი თემაა

აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადებები რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედიის მთავარი თემაა.

РИА Новости ივანიშვილის გუნდის განცხადებას ციტირებს და წერს, რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ომი 2008 წლის აგვისტოში "გარედან, უცხოური ბრძანებით" დაიწყო.

"საქართველოს მმართველმა პარტიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოულოდნელი განცხადება გააკეთა", - წერს რუსული სამთავრობო მედია. 

საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ომი 2008 წლის აგვისტოში "გარედან, უცხოური ბრძანებით" დაიწყო.

საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურული ქმედებები არა მისი ფსიქიკური მდგომარეობის, არამედ გარე ინსტრუქციების შედეგი იყო", - წერია სტატიაში.

 "ქართული ოცნება" ისევ ომის გამოძიებით იმუქრება - ივანიშვილის პარტია წინა ხელისუფლებას აგვისტოს ომის განზრახ დაწყებაში ადანაშაულებს. "ოცნებამ" ცოტა ხნის წინ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და იერიში მესამე პრეზიდენტზე მიიტანა.