ივარაუდება, რომ ინფორმაცია "ოცნების" მაღალჩინოსნებს აქვთ გაცემული - კუპრაძე

14.08.24 11:18
ივარაუდება, რომ ინფორმაცია "ოცნების" მაღალჩინოსნებს აქვთ გაცემული - კუპრაძე

"როცა იძირება გემი, ამ გემიდან გარბიან ვირთხები" - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე ვარაუდობს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ კომპRომატები შტატებში თავად მმართველი გუნდის წევრებმა ჩაიტანეს და ამერიკაში "ოცნების" მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებულ არაერთ ვიზიტს ასახელებს. 

,,მაშინ, როცა იძირება გემი, ამ გემიდან გარბიან ვირთხები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავი გადაირჩინონ სანქციებისგან და გაექცნენ იმ პასუხისმგებლობებს, რაც არის დემოკრატიის წინააღმდეგ გაწეული ‘’ქართული ოცნების" რუსული ნაბიჯები. ჩვენ ვნახეთ არაერთი ვიზიტი, არაოფიციალური და ოფიციალურიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ამერიკის შეერთებული შტატების, სადაც ივარაუდება, რომ მათ აქვთ გაცემული ინფორმაცია.“ - ამბობს კუპრაძე.

ვინ ჩაიტანა კომპრომატები ამერიკაში ივანიშვილის პარტიის წინაღმდეგ?

ის, ვინც ივანიშვილთან ერთად გუნდში ბევრი წელი გაატარა, ვარაუდობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, რომ სანქცირებულთა შორის არ აღმოჩნდეს, ეს პარტიის ნებისმიერ მოქმედ ლიდერს შეიძლებოდა გაეკეთებინა.

 „ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.