"მოღალატეობრივი აქტი და რუსული ნარატივი" - პეტრე ცისკარიშვილი ომის გამოძიებაზე
ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ "მოღალატეობრივს" უწოდებს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მუქარის შემცველი განცხადება მათ ვიწრო პარტიულ წინასარჩევნო ინტერესებს ემსახურება და ასევე, რუსეთის საამებლად კეთდება.
ეს მოღალატეობრივი აქტი და ეს მოღალატეობრივი განცხადებები ემსახურება მათ ვიწრო პარტიულ წინასაარჩევნო ინტერესს, მათი გადმოსახედიდან, ისინი ასე თვლიან და ასე ფიქრობენ და მეორეს მხრივ, ემსახურება რუსულ ინტერესს, რომ ეს რუსული ნარატივი, რომელიც რუსებსაც კი დაავიწყდათ უკვე, 10-15 წელია ამაზე აღარ უსაბრიათ, მათაც კი აჯობეს და ახლა ცდილობენ, რომ მათ ასიამოვნონ, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
კრემლის პროპაგანდისტული მედია ივანიშვილის გუნდის ახალ მესიჯბოქსებს ციტირებს. პუტინის პროპაგანდისტი ჟურნალისტების განხილვის მთავარ თემად "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გახდა, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიებას აანონსებს.