კალაძის მიერ წარდგენილი რამდენიმე კანდიდატის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს
"ქართულმა ოცნებამ" თბილისის სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარები წარადგინა. კანდიდატებს შორის რამდენიმეს წინაღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული - ავთანდილ ცინცაძეს გამოძიება ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას ედავება. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან ჯაფარიძეს კი ოპოზიცია თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
დაფასდა მათი ეს მორჩილება და ყველაფერზე ხელისმოწმერეობა. ავთანდილ ცინცაძე 4 წელია საკრებულოს წევრია და რითაც შეუძლიათ ეს ადამიანი თბილისელებმა გაიხსენონ, რომ ჩემს წინააღმდეგ ორგანიზებულად საკრებულოს წევრის დაგეშვა და ეს კალაძემ დაუფასა და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჯგუფური ძალადობის მუხლით", - ამბობს ხაბეიშვილი.