იერიშის მეორე დღე "ქართულ ოცნებაში" - ივანიშვილის გუნდი შტატებისგან მტკიცებულებებს ითხოვს
იერიშის მეორე დღეს "ქართულ ოცნებაში" - ივანიშვილის გუნდი ამერიკისგან მტკიცებულებებს ითხოვს.
ტრანსნაციონალურ დანაშაულში მხილებული პარტია შტატებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ და ჰელსინკის კომისიის განცხადებას "წმინდა წყლის სპეკულაციას" უწოდებენ.
ნებისმიერი ადამიანის განცხადება, ნებისმიერი ორგანიზაციის განცხადება, რომელიც საუბარი არის ქოლ-ცენტრებზე და ცდილობენ, რომ დავით კეზერაშვილის და კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დანაშაულებზე ქართველ ხელისუფლებას ხელი როგორმე შეაწმინდონ, არის წმინდა წყლის სპეკულაცია არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი ტყუილი. ჩვენთვის მთავარი არის ფაქტი და არა, რომელიმე ორგანიზაციის თუ ადამიანის კონკრეტული განცხადება. ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები. ვნახეთ, რომ ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, მათ შორის მეგობარი აქტის ნაწილიც კი დაეყრდნო ნათელაშვილს და როდესაც საუბარი გვაქვს, რომ თურმე ადამიანები ეყრდნობიან ნათელაშვილის გადაწყვეტილებას ან პოლიტიკურად ანგაჟირებულ სხვა ადამიანებს, სადაც მათ შორის სასამართლო პროცესსაც კი ატარებენ სადაც მხარეს და სახელმწიფო წარმომადგენელ არ ეძახიან, ეს არის გულდასაწყვეტი, ჩვენ ვითხოვთ ყოველთვის, რომ როდესაც იქნება ნებისმიერ განცხადება ყოველთვის იყოს ფაქტებზე ორიენტირებული და ფაქტებზე დაყრდნობილი. ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე შეუძულებია, რომ ადამიანმა რაიმე განცხადება გააკეთოს და შემდეგ ამ განცხადებაზე ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ ან სერიოზული პასუხი გაეცეს“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ვინ ჩაიტანა კომპრომატები ამერიკაში ივანიშვილის პარტიის წინაღმდეგ?
ის, ვინც ივანიშვილთან ერთად გუნდში ბევრი წელი გაატარა, ვარაუდობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, რომ სანქცირებულთა შორის არ აღმოჩნდეს, ეს პარტიის ნებისმიერ მოქმედ ლიდერს შეიძლებოდა გაეკეთებინა.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.