"თვალში ნაცრის შეყრა, მდაბიოობა..." - "ოცნება " ჰელსინკის კომისიის წინააღმდეგ

14.08.24 15:19
"თვალში ნაცრის შეყრა, მდაბიოობა..." - "ოცნება " ჰელსინკის კომისიის წინააღმდეგ

თვალში ნაცრის შეყრა, მდაბიოობა - ასე აფასებს "ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჰელსინკის კომისიის მძიმე გზავნილს და მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ქადაგიშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები ასეთ განცხადებას იმისთვის აკეთებენ, რომ მერე "გია ხუხაშვილმა აქ ამ გაძვალტყავებულ ოპოზიციას სალაპარაკო გაუჩინოს".

აი ამ დროს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, უბრალოდ მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ. ეს პირდაპირ არის თვალში ნაცრის შეყრა. ნეტავ ისე იყო, ნეტავ ღარიბაშვილი მერე დაიშალა ეს ‘’ქართული ოცნება’’ თუ არ დაიშალა ეს არის ამერიკა? ეს არის მსოფლიოს ნომერი პირველი დემოკრატია? ჩემთვის ეს არ არის. ამ ბოლო განცხადებამ, რომ იტყვიან ყველანაირი განცხადება დასაშვები გახადა, ამას ხომ საზოგადოება უყურებს. ეს გაოცება ცოტა ხანში გადაიზრდება ადამიანებში, სულ სხვა აღქმაში, ამერიკის მიმართ. მისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მე არ შემიძლია პირი ავუკრა იმ ადამიანებს, ვინც ესეთ განცხადებას აკეთებს. მთელი მდაბიოობა ამისა, სწორედ ამაშია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, იმისთვის რომ მერე გია ხუხაშვილმა აქ ამ გაძვალტყავებულ ოპოზიციას სალაპარაკო გაუჩინოს“- აცხადებს ქადაგიშვილი. 

ვინ ჩაიტანა კომპრომატები ამერიკაში ივანიშვილის პარტიის წინაღმდეგ?

ის, ვინც ივანიშვილთან ერთად გუნდში ბევრი წელი გაატარა, ვარაუდობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, რომ სანქცირებულთა შორის არ აღმოჩნდეს, ეს პარტიის ნებისმიერ მოქმედ ლიდერს შეიძლებოდა გაეკეთებინა.

 „ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.