წინასაარჩევნო რეპრესიები სკოლებში - ბაჩანა შენგელია დირექტორებზე ზეწოლაზე საუბრობს

03.08.21 11:38
წინასაარჩევნო რეპრესიები სკოლებში - ბაჩანა შენგელია დირექტორებზე ზეწოლაზე საუბრობს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებამ სკოლებში რეპრესიები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბაჩანა შენგელია ავრცელებს და ოპოზიციას რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლის  დირექტორის   მოვალეობის შემსრულებლებს თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობის სანაცვლოდ დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას პირდებიან, ურჩ პედაგოგებს კი გათავისუფლებით ემუქრებიან.

ამ ადამიანებს, დირექტორებზე მაქვს საუბარი, არარ გაუგრძელეს უფლებამოსილების ვადა და ისინი მოვალეობის შემსრულებლად არიან დანიშნულები, შესაბამისად, ხელისუფლება იყენებს ამ ბერკეტს, იბარებს თითოეულ დირექტორს და ეუბნება, რომ წინასაარჩევნოდ თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლების მხარდამჭერები, მათ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, ხოლო სხვა პედაგოგები, რომლებიც უფრო აქტიურად იმუშავებენ ხელისუფლების სასარგებლოდ, დანიშნავენ დირექტორის თანამდებობაზე. მე მოვუწოდებ და ვთხოვ ოპოზიციას, რომ შეიტანოს ინიციატივა, რომ გავაჩეროთ მასწავლებლების, სკოლის დირექტორების დანიშვნა, გამოცხადდეს ამაზე მორატორიუმი, რომ არ მიეცეს ამ ხელისუფლებას განახორციელოს მორიგი რეპრესია სკოლის დირექტრების მიმართ, რასაც შესაძლოა, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობდა და სიცოცხლე შეეწიროს, - ამბობს ბაჩანა შენგელია.