"ოცნების" დეპუტატი ჰელსინკის კომისიის გზავნილებს "არასერიოზულს" უწოდებს
"ოცნება " ჰელსინკის კომისიის წინააღმდეგ - მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს და ჰელსინკის კომისიის დასკვნებს ეჭვისქვეშ აყენებს.
,,აბსოლუტურად უაპელაციო, არგუმენტის, ფაქტის გარეშე ეგეთი ბრალდებების წამოყენება არასერიოზულია. ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს თვითონ ამ კომისიის დასკვნები", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ვინ ჩაიტანა კომპრომატები ამერიკაში ივანიშვილის პარტიის წინაღმდეგ?
ის, ვინც ივანიშვილთან ერთად გუნდში ბევრი წელი გაატარა, ვარაუდობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, რომ სანქცირებულთა შორის არ აღმოჩნდეს, ეს პარტიის ნებისმიერ მოქმედ ლიდერს შეიძლებოდა გაეკეთებინა.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.