“საქართველოს ხელისუფლებას 2008 წელს რუსების შეჩერება არ შეეძლო“- მეთიუ ბრაიზა
შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა 16 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, საქართველოს რუსული აგრესიის შესაკავებლად, მეტი არაფრის გაკეთება შეეძლო. ის დეტალურად ჰყვება, რა გააკეთა და რა არ გააკეთა დასავლეთმა საქართველოს დასახმარებლად.
ამერიკელი მაღალჩინოსნის მტკიცებით, ის ევროპელ კოლეგებს ეუბნებოდა, რომ “არ ეყოფა ძალისხმევა კიდევ დიდხანს შეაჩეროს სააკაშვილი, რეაგირების გარეშე დატოვოს გაუთავებელი პროვოკაციები.“
მე როცა შეერთებული შტატების მთავრობაში ვმუშაობდი ვარაუდობდნენ, რომ სააკაშვილი არ იყო სტაბილური, იყო ირაციონალური, და უნდოდა ომი რუსეთთან და მეუბნებოდნენ შენ მას იცნობ, მასთან გაქვს მეგობრული ურთიერთობა, და შენ უნდა იმუშაო მასთან. მე ჩემს ევროპელ კოლეგებს და შემდეგ რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილეს ვუთხარი, რომ სააკაშვილი არ არის გიჟი. მან იცის, რომ რუსეთის ჯარს ვერ დაამარცხებს. მაგრამ ის კუთხეშია მომწყვდეული და მე მახსოვს, ვთქვი, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს შევძლებთ, რომ მან რეაგირების გარეშე დატოვოს რუსეთის გაუთავებელი პროვოკაციები, მახსოვს ევროპელ კოლეგებს ეს არ მოეწონათ, ან არ ვიცი შესაძლოა ისინი ვარაუდობდნენ, რომ მე საკმარისს არ ვაკეთებდი“,- ამბობს ბრაიზა.
მისივე თქმით, ამ საუბრის შემდეგ, რუსეთის გენშტაბის უფროსთან და მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარასინთან საუბარი ვეღარ შეძლო,რადგან ისინი მიუწვდომელები გახდნენ.
რაც შეეხება რუსეთის გენშტაბის უფროსს, მან მითხრა, ერთი წუთით, ზარი უნდა განვახორციელოო და გავიდა. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე გრიგორი კარასინი მიუწვდომლები გახდნენ. ეს იყო 2008 წლის 2 ივნისი. მათთან შეხვედრა შეუძლებელი იყო, გვეუბნებოდნენ რომ ყველა შვებულებაშია. ეს იმიტომ რომ მათ ჰქონდათ გააზრებული, რომ მათ შეეძლოთ პროვოკაცია , პროვოკაცია იმისთვის რომ სააკაშვილს ჰქონოდა რეაგირება როცა მათ დაიწყეს სამხრეთ ოსეთის დაბომბვა“, - იხსენებეს ბრაიზა.
ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ “დავა იმის შესახებ თუ როდის დაიწყო ომი, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისი დადანაშაულება გინდა ამ ომში.“
მე ვფიქრობ, რომ ომი რუსეთმა გაცილებით ადრე დაიწყო და შეგიძლიათ შეკრიბოთ მანამდე მომხდარი მოვლენები. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას მაშინ რაიმე სხვას რამის გაკეთება შეეძლო იმისთვის რომ პროვოკაცია აერიდებინა. პუტინს სურდა საქართველოს ომში ჩათრევა სხვადასხვა გზით. ერთადერთი გზა რაც მის გაჩერებას შესაძლებელს გახდიდა, იქნებოდა თუ ჩვენ ყველა ფეხზე დავდგებოდით, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, ლონდონში. გადაიკითხეთ პუტინის გამოსვლა ჯერ კიდევ 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე. უნდა გაგვეაზრებინა, რას გულისხმობდა ის. ერთი რამ რასაც პუტინი აკეთებს, ის აგზავნის მესიჯს მისი სამომავლო მოქმედებების შესახებ. ეს არ არის კომფორტული ჩემთვის ვთქვა, მაგრამ ის გულწრფელია მის ქმედებებში. ჩვენ ყველას გვეძინა, და თუ გავიღვიძებდით, ჩვენ შეგვეძლო რუსების შეჩერება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას რაც შეეხება, მათ ეს არ შეეძლოთ“, - აცხადებს ბრაიზა.
"ქართული ოცნება" ისევ ომის გამოძიებით იმუქრება - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ „2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა“.
სწორედ ეს განცხადება გახდა კრემლის პროპაგანდისტული მედიის განხილვის მთავარი თემა და მეორე დღეა ივანიშვილის გუნდის ახალ მესიჯბოქსებს ციტირებს.