“წლები დაგვჭირდა გაგვეაზრებინა, რომ პუტინი არ არის ისეთი, როგორსაც მანამდე ვვარაუდობდით“- ტოუნსენდი

14.08.24 15:52
“წლები დაგვჭირდა გაგვეაზრებინა, რომ პუტინი არ არის ისეთი, როგორსაც მანამდე ვვარაუდობდით“- ტოუნსენდი

აშშ -ის ყოფილი მაღალჩინოსნი, ჯეიმს ტოუნსენდი მიიჩნევს, რომ 2008 წელს ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმარისად არ შეაფასეს და წლების დასჭირდათ გაეგოთ, როგორი ადამიანი იყო პუტინი.

ტოუნსენდი აცხადებს, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რადგან არასწორი ვარაუდები ჰქონდათ რუსეთის საქართველოში შეჭრასთან დაკავშირებით.

დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი რაც შეიცვალა ეს დასავლეთის მიდგომებია. მაშინ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმარისად არ შეაფასეს რა მოხდა. გულწრფელად რომ გითხრათ, წლები დაგვჭირდა გაგვეაზრებინა, რომ პუტინი არ არის ისეთი, როგორსაც მანამდე ვვარაუდობდით. რუსეთს სხვა მიმართულება აქვს. საქართველოში შეჭრამ გვასწავლა, რომ არ შეიძლება შეარჩიო ან აირჩიო დრო თუ როდის უნდა გქონდეს რეაგირება როცა მომხდარია ფაქტი. სამხედრო ძალის გამოყენება არ არის ყოველთვის ერთადერთი გამოსავალი ან პასუხი. აქ იყო ბევრი სხვა შეცდომა დაშვებული და არასწორი ვარაუდები რუსეთთან დაკავშირებით. ასევე იმის შესახებ თუ რას ნიშნავდა რუსეთის საქართველოში შეჭრა“, - ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი.

ტოუნსენდი მიჩნევს, რომ თუ პრორუსული ძალა შეძლებს საქართველოს მთავრობაში ყოფნას, ეს სახიფათო იქნება ქართველი ხალხისთვის, რადგან “მოსკოვის სუნთქვას ყველაზე ახლოს იგრძნობენ.“

ახლა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ბრძოლაა საქართველოს მომავალზე. და თუ პრორუსული ძალა შეძლებს საქართველოს მთავრობაში ყოფნას, ეს არ იქნება რუსეთის განმეორებით შეჭრის საბაბი მაგრამ რუსეთს ექნება მზარდი გავლენა საქართველოში. მანიპულაციის საშუალება მთავრობაზე, საქართველოს მოსახლეობაზე. ასე რომ შესაძლოა მათ არ იგრძნონ სამხედრო აგრესია მაგრამ იგრძნონ მოსკოვის სუნთქვა ყველაზე ახლოს. სახიფათო მომენტია ახლა ქართველი ხალხისთვის. და მე ვისურვებდი, რომ ისინი მალე გახდნენ ნატოს და ევროკავშირის წევრები იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ აგრესიის გამკლავების უნარი“,- ამბობს ტოუნსენდი.

"ქართული ოცნება" ისევ ომის გამოძიებით იმუქრება. ივანიშვილის პარტია წინა ხელისუფლებას აგვისტოს ომის განზრახ დაწყებაში ადანაშაულებს. "ოცნებამ" ცოტა ხნის წინ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და იერიში მესამე პრეზიდენტზე მიიტანა.

სწორედ ეს განცხადება გახდა კრემლის პროპაგანდისტული მედიის განხილვის მთავარი თემა და მეორე დღეა ივანიშვილის გუნდის ახალ მესიჯბოქსებს ციტირებს