გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები მოიწამლნენ

14.08.24 15:41
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები მოიწამლნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლნენ.

საუბარია, მინიმუმ 15 პატიმარზე. ყველა მათგანი ქუთაისიდან  ენტეროვირუსის სიმპტომებით თბილისში, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.

“ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი tvpirveli.ge-სთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ მათთან სხვადასხვა დაწესებულების პატიმრები შემოდიან, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ენტეროვირუსის სიმპტომები აქვთ. 

ზურაბ ჩხაიძის თქმით, ჩატარებულია შესაბამისი კვლევები. 

ჩვენთან შემოდიან სხვადასხვა დაწესებულებიდან (პატიმრები) გუშინ, დღესაც (არიან) გადმოყვანილი პაციენტები, კონკრეტულად არ ვიცი რამდენია, არიან პაციენტები შემოსული, სხვადასხვა ჩივილებით. 

შეიძლება უკავშირდებოდეს ენტეროვირუსს, მაგრამ ეს ახლა ზაფხულის სეზონია, არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. 

ყველა აუცილებელი კვლევა ჩატარებულია"- ამბობს ჩხაიძე.

tvpirveli.ge დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ცდილობს. 

მსგავსი სიახლეები