ივანიშვილის კუთვნილი ბანკის დირექტორმა ივანიშვილის პარტიას 40 000 ლარი შესწირა

14.08.24 19:40
ივანიშვილის კუთვნილი ბანკის დირექტორმა ივანიშვილის პარტიას 40 000 ლარი შესწირა

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ დირექტორმა ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებას" 40 000 ლარი შესწირა - ინფორმაცია ამის შესახებ  ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე იძებნება.

შემოწირულობა პირველი აგვისტოთი თარიღდება - ამავე დღეს სოლიდური თანხა "ქართული ოცნების" საარჩევნო ყულაბაში შეიტანეს - მადონა მამაცაშვილი-გაგნიძემ, მანანა ნადირაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და მამუკა ფარტენაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნატო ხაინდრავა მმართველ პარტიას თანხას სწირავს. იყო შემთხვევა, (2018 წელი) როცა მან თანხა პარტიის ნაცვლად შესწირა საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შესწირა. 

ნატო ხაინდრავა, წლებია, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკში მაღალ თანამდებობებს იკავებს. 

 2022-ის მონაცემების მიხედვით, ხაინდრავა შპს ეი ენდ ენ კონსალტინგში 30%-იან წილს ფლობდა.

ასევე ნახეთ: 

შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.