ასეთ ადამიანებს ხელიც არ უნდა ჩამოვართვათ - ჩიხლაძე "პატრიოტების" წერილზე

03.08.21 13:20
ასეთ ადამიანებს ხელიც არ უნდა ჩამოვართვათ - ჩიხლაძე "პატრიოტების" წერილზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ პუტინისადმი წერილის მიწერის ფაქტს კოლაბორაციონიზმად აფასებს.

ეს არის ძალიან  ამაზრზენი კოლაბორაციონიზმის აქტი, რაც ჩვენ დავინახეთ "პატრიოტთა ალიანსისგან" ეს არის სირცხვილი ქართველი ხალხის. საკუთარი ოჯახების სირცხვილიც არიან ეს ადამიანები, მტერთან, ოკუპანტთან ასეთი ენის მოჩლექით საუბარი არის სირცხვილი. მათ უდა გამოვუცხადოთ სრული იგნორი, ასეთ ადამიანებს ხელიც არ უნდა ჩამოვართვათ", - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ვლადიმერ პუტინს საგანგებო წერილით მიმართა. მოსკოვში გაგზავნილი წერილის ინიციატორები პარტიის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან.