პოლიტიკაში 12 წლიანი პაუზის შემდეგ - დავით გამყრელიძე განმარტავს, რატომ შეუერთდა "ძლიერ საქართველოს"
პოლიტიკაში 12 წლიანი პაუზის შემდეგ - "ძლიერ საქართველოს" ახალი შტაბის პრეზენტაციაზე, დავით გამყრელიძემ განმარტა, რომ მისი კომფორტის ზონიდან გამოსვლის მიზეზი და კოალიციასთან შეერთების გადაწყვეტილება "ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გასაშვებად" მიიღო.
დავით გამყრელიძის განცხადებით, სწორედ 26 ოქტომბერს უნდა გაფორმდეს ქართველი ხალხის გამარჯვება "რუსული ხელისუფლების ჩამოშორებით" და ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებით.
მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ თუ რამხელა ინტელექტი, გამოცდილება, წარმატებული ისტორიები არის აქ თავმოყრილი. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ მე ცოტა რთული გადაწყევტილება მვიიღე ჩემთვის, გამოვედი ჩემი კომფორტის ზონიდან და მივიღე ეს გადაწყვეტილება და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში, ომში, რომელიც გველოდება წინ. ჩემი ამოცანა, ამ ადამიანებთან ერთად იქნება, რომ კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მთავარი მიზანი პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ, მთლიანად საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის, რომ ჩვენ ვუზრუნველყოთ რეჟიმის ცვლილება და ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება. აქედან გამომდინარე, მე ვაცხადებ, რომ ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვთვლი იმასაც, რომ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახდინოთ კოალიციამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა კოორდინირებულად დავაფქისიროთ ჩვენ გამარჯვცება, გავუშვათ სახლში რუსული ხელისუფლება და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საარჩევნო შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე ამცნო საზოგადოებას.