"ძლიერი საქართველოს" შტაბი "ოცნების" შტაბისგან განსხვავებით ყინულის სასახლე არ იქნება - ანა დოლიძე
"ძლიერი საქართველოს" შტაბი "ოცნების" შტაბისგან განსხვავებით ყინულის სასახლე არ იქნება - ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ანა დოლიძემ ახალი ოფისის გახნის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დოლიძემ გაერთიანების შტაბის ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა და თქვა, რომ დავით გამყრელიძის მაგალითი ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მაგალითი იქნება:
თქვენ ნახეთ ჩვენი შტაბი, რომელიც "ოცნების" შტაბისგან განსხვავებით ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი ყველა დღევანდელი და მომავალი ამომრჩევლისთვის, ყველასთვის, ვისაც უნდა, რაღაც გვითხრას. ამასთანავე, ძალიან მიხარია, რომ ამ შტაბის მამასახლისად ჩვენ მივესალმებით ბატონ დავით გამყრელიძეს. მე მაქვს განსაკუთრებული მიზეზი ამისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი დავითი არის გამორჩეული პროფესიონალი, პოლიტიკოსი, წარმატებული მეწარმე, მე მას დავასახელებდი განსაკუთრებულად მებრძოლ და პატრიოტ ადამიანად. 2004-05-06 წლებში მე და დავითმა ერთად გავატარეთ დღეები დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, იზოლატორებთან, სასამართლეობში, სანდრო გირგვლიანის და სხვადასხვა საქმეების სამართლიანობის აღდგენისთვის. ბატონი დავითი წინა ხაზზე იყო ჩვენთან ერთად. მას არასოდეს არ დაუხევია უკან. დღეს მისი თავდადება სამშობლოსთვის ჩვენ ძალიან გვჭირდება და ასევე იმედი მაქვს, რომ მისი მაგალითი ჩრდილიდან გამოსვლის, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მაგალითი იქნება, რომელსაც ველით გაშლილი ხელით", - განაცხადა ანა დოლიძემ.
"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საარჩევნო შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე განაცხადა.