ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ უფრო უკეთესი მოქალაქეები საქართველოსი - ლევან ცუცქირიძე

15.08.24 15:59
ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ უფრო უკეთესი მოქალაქეები საქართველოსი - ლევან ცუცქირიძე

ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ უფრო უკეთესი მოქალაქეები საქართველოსი, დავით გამყრელიძე არის ამის მაგალითი - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ახალი შტაბის გახსნის პრეზენტაციზე განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, დავით გამყრელიძე თავისი გამოცდილებით არის სწორედ ის ადამიანი, რომლის უნარებსა და ცოდნას კოალიციისთვის გამარჯვების მიღწევაში უდიდესი როლი ექნება.

აუცილებელია, რომ ამ რთულ პერიოდში, ამ გადამწყვეტ დროს ყველა მოქალაქემ გააკეთოს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე აქამდე აკეთებდა. ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ უფრო უკეთესი მოქალაქეები საქართველოსი, ვიდრე აქამდე ვიყავით და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დავით გამყრელიძე არის ამის მაგალითი და ამის ნიმუში დღეს და დიდი მადლობა ამისთვის. მე ასევე ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბი ჩავაბარეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება ამ საქმეში. ჩვენ ერთად გვიმუშავია, ძალიან კარგად ვიცნობ იმ უნარებს, მის ცოდნას საარჩევნო პოლიტიკური კამპანიების, მის საორგანიზაციო უნარს, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - ამბობს ლევან ცუცქირიძე. 

"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საარჩევნო შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე განაცხადა.