თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე - მეუფე ნიკოლოზი
განცდა, რომ სუს-ის ტოტალურად ყველას უსმენს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირს, მეუფე ნიკოლოზსაც აქვს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს სუს-იდან დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ მისი სატელეფონო საუბრები მოისმინებოდა. სასულიერო პირმა მაშინ თანხმობა განაცხადა, თუმცა იმ პირობით, რომ აღნიშნული ჩანაწერები არ გასაჯაროვდბეობდა.
მეუფე ნიკოლოზი ფიქრობს, რომ მას ახლაც უსმენენ.
სააკაშვილის ხელისუფლების დროს მე დამიკავშირდა უშშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემს ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ, თანახმა ვარ იმაზე, რომ პროფესიონალები გვისმენდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასდროს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარვინ დამკავშრებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია. თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.