"ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო" - ელისაშვილი

15.08.24 16:10
"ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო" - ელისაშვილი

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის, ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიციის შტაბის გახხსნის პრეზენტრაციაზე განაცხადა.

ელისაშვილმა დავით გამყრელიძის შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას სიხარული შეხვდა და თქვა, რომ გამყრელიძე დიდი პოლიტიკური გამოცდილების, სუფთა რეპუტაციის და არაჩვეულებრივი მენეჯერული თვისებების ადამიანია.

ბრძოლაში როდესაც მიდიხარ, უნდა იყო დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში შენს გევრდით დგას ადამიანი, რომლის იემდიც გექნება. შტაბი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც გეგმავს, ახორციელებს, აკონტროლებს შენს მოქმედებებს და არის ორგანიზატორი და გარანტორი წარმატების. 

როდესაც ეს ამბავი გავიგე, რომ ასეთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების, სუფთა რეპუტაციის ადამიანი, არაჩვეულებრივი მენეჯერული თვისებების ადამიანი ჩაუდგა სათავეში შტაბს, აღტაცებული ვიყავი. ახლა უფრო გულდაჯერებულად, მშვიდად და უფრო დიდი შემართებით შევდივარ, ბატონ დავითთან და “ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად ბრძოლაში.

მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გველის, დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. მიხარია, რომ შტაბს ხელმძღვანელობთ ამ ბრძოლაში, დაგვრაზმეთ დისციპლინირებულად, ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, ის ლელო დავდოთ, რომელიც თითოეული ნორმალური ქართველის გულს გაახარებს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საარჩევნო შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე განაცხადა.