"ოცნება" პანიკურ შიშშია - ჩიხლაძე
"ქართული ოცნება" პანიკურ შიშშია, ეშინია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების - ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ბათუმში, "დემოკრატიული ფესტივალის" გაუქმებას.
ჩიხლაძის თქმით, "დემოკრატიული ფესტივალი" არის სივრცე, პლატფორმა, სადაც მოქალაქეები, ამომრჩევლები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ხვდებიან.
“ქართულ ოცნებას” პანიკურად ეშინია საკუთარი მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების. იმიტომ, რომ დემოკრატიული ფესტივალი, ეს არის სივრცე, პლატმორფა, სადაც ხვდებიან მოქალაქეები,ამომრჩევლები და პოლიტიკური პარტიები.
მოქალაქეები პირისპირ ეცნობიან პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ეცნობიან პოლიტიკური პარტიების ხედვებს. მყარდება პირდაპირი კონტაქტი ამომრჩევლსა და პოლიტიკურ პარტიას შორის. ზუსტად ამის ეშინია“ ქართულ ოცნებას”. “ ქართული ოცნება” პანიკურ შიშშია, ეშინია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების.”- ამბობს, სერგო ჩიხლაძე.
დემოკრატიიის ფესტივალი, რომელიც 17 აგვისტოს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო, ჩაიშალა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სივრცეებს აღარ დაუთმობს. უარი მიიღეს ფართის მიქირავებაზე კერძო პირებისგანაც.