ხალხის სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს - კობახიძის მუქარა პრეზიდენტს
რატომ გადაწყვიტა "ოცნებამ" ოლიმპიელების დახურულ სივრცეში დაჯილდოება? - პრემიერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ხალხის შესაძლო პროტესტს არ უკავშირდება.
მეტიც, ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების ცერემონიაზე მის წინააღმდეგ პროვოკაცია აქტივისტებმა მოაწყვეს.
მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტსაც უპასუხა და თქვა, რომ ხალხის სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს.
რეალურად, რაც შეეხება მაშინდელ დაჯილოდებას, 250 აქტივისტი ჰყავდა მობილიზებული, რომლებმაც თავი მოიჭრეს. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ის ტრადიციულად სულ ასეთ რეჟიმში ტარდებოდა. რაც შეეხება საჯარო ღონისძებას, ასეთ რამესაც განვიხილავთ ჩვენ. ერთადერთი პრობლემაა, რომ აგვისტოა, ადამიანები ქალაქიდან არიან გასულები და შესაძლოა, ისეთი მუხტი შეიძლება არ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნის. თუმცა ეს ღონისძიება არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძებებს, რაც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში.
ხალხის სალომე ზუერაბიშვილს უნდა ეშინოდეს, ის ხალხის რისხვას საბოლოო ჯამში ვერ გადაურჩება, ის დიდი ხანი ვერ იქნება პრეზიდენტი და მოუწევს პასუხი აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც სჩადის მუდმივ რეჟიმში", - განაცხადა კობახიძემ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება დღეს 15 აგვისტოს, ნაჩქარევად არ უნდა გაიმართოს, როგორც ეს მთავრობას აქვს გადაწყვეტილი.
განცხადება რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ დღეს 13:00 საათზე შეატყობინა, რომ საღამოს 20:00 საათზე ოლიმპიელების დახვედრა და დაჯილდოება.