სურთ საზოგადოება დააზომბირონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით - ღარიბაშვილი ქართულ მედიას აკრიტიკებს
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული სატელევიზიო არხები მიმდინარე მოვლენების გაშუქების ტონის გამო გააკრიტიკა. ღარიბაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა ქართული ტელეარხებიდან საშიშ გზავნილებს იღებს.
მოდი, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ახალგაზრდა ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ არხებს, სატელევიზიო გადაცემებს. ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ, უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას პირდაპირ უნდა ითქვას და ამ შუღლის გაღვივებას ჩვენ შიგნით. არავითარი დისკურსი, არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს, მე ვგულისხმობ უმეტესობას სატელევიზიო არხების და პოლიტიკოსების, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მთელი საზოგადოება, მათ სურთ, დააზომბირონ ამ ყოველდღიური ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა ამ რეალობაზე მსურს გესაუბროთ. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდაგავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს იღებენ. ხედავენ, რომ ჩვენ შიგნით ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა 8 წლის განმავლობაში ეფექტური ხელშესახები ნაბიჯები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.