ეს არის სუს-ის მიმართ ბინძური პროვოკაცია - ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებს უარყოფს

03.08.21 15:06
ეს არის სუს-ის მიმართ ბინძური პროვოკაცია - ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებს უარყოფს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის მიერ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ბრალდებებს სუსის მიმართ განხორციელებულ  ბინძურ პროვოკაციას უწოდებს.  ღარიბაშვილის მტკიცებით, სუსი მხოლოდ კანონის ფარგლებში უსმენს.

სუსი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია, ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, სერიოზული კომენტარი არ შემიძლაი ამაზე გავაკეთო", - ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "მთავარის არხის" ეთერში ის ფაილი გასაჯაროვდა, რომელიც სუსის ფარულ მოსმენებს ასახავს. მოსმენები  ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და სასულიერო პირებზე ხორციელდებოდა. საუბრის ავთენტურობა დაადასტურეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ, ასევე "რადიო თავისუფლებისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებმა.