შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - უწყებაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია მივიდა
შარლ მიშელის შეთანხმება და „ქართული ოცნების“ თაღლითური სქემა - ევროკავშირის ოფისში ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობას ხვდებიან. დიპლომატიურ უწყებაში ის პოლიტიკური პარტიები მივიდნენ, რომლებმაც ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს.
ევროკავშირის ოფისი ცოტა ხნის წინ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დატოვა. უწყებაში ამჯერად „ლელოს“ ლიდერებს ელოდებიან.
ჩვენთვის საინტერესოა რას გვეტყვიან ჩვენი ევროპელი კოლეგები, მათი პოზიცია, რომ 19 აპრილის შეთანხმების მოთხოვნების შესრელება რჩება ძალაში და „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვენ ამ მოთხოვნების შესრულებას, ჩვენთვის გასდაგებია, საინტერესოა ამ ეტაპზე შემდგომი რა ნაბიჯები ესახებათ მათ ამ მიმართულებით გასადადგმელად, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.