კარის გაჯახუნება და ზურგის შექცევა ჩვენს პარტნიორებზე "ოცნებას" ძვირი დაუჯდება - ხათუნა სამნიძე

03.08.21 15:33
კარის გაჯახუნება და ზურგის შექცევა ჩვენს პარტნიორებზე "ოცნებას" ძვირი დაუჯდება - ხათუნა სამნიძე

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგჰუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლა „ქართულ ოცნებას“ ძვირი დაუჯდება. სამნიძე ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეხვედრას დაესწრო, სადაც მისი თქმით, მხარეებმა სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ჩვენ ყველა სცენარზე ვისაბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ის კალაპოტი, რაც იყო შექმნილი, რომელიც იყო შექმნილი შარლ მიშელის დოკუმენტით, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედა „ქართულ ოცნებას“ თუ გვინდოდა, რომ სწორი ნაბიჯები გადადგმულიყო და ეს დოკუმენტი ყველა საერთაშორისო დოკუემნტში და საერთაშორისო განცხადებაში ნახსენებია, რა უნდა გაკეთდეს ამაზე ვისაუბრეთ  და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ვითარების მაქსიმალურად გასაანალიზებლად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ შესაბამისი განცხადებები და ნაბიჯები გადადგას ჩვენმა პარტნიორმა. ეს არის სანქციები, ეს არის დახურულ კარს მიღმა შეხვედრები და სხვა ლეგალური საშუალებები, რითაც უნდა დაინახოს „ქართულმა ოცნებამ“ რომ კარის გაჯახუნება და ზურგის შექცევა ჩვენს პარტნიორებზე ასე არ სრულდება და ძვირი უჯდება მას და ჩვენ არ გვინდა რომ ძვირი დაუჯდეს ქვეყანას, - ამბობს სამნიძე. 
 

ამ დროისათვის  ევროკავშირის წარმომადგენლები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ხვდებიან.