ცესკოს შენობა ქაჯეთის ციხედ გადააქციეს - გიორგი სიორიძე
ცესკოს შენობა ქაჯეთის ციხედ გადააქციეს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" და ცესკოს წევრმა გიორგი სიორიძემ "პირველებთან" განაცხადა.
სიორიძე ამბობს, რომ მმართველმა ხელისუფლებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისია ფაქტობრივად ალყაშია მოქცეული.
ქაჯეთის ციხედ გადააქციეს. თქვენ ხედავთ, რამხელა ღობე არის აღმართული. სამი ქუჩა მოდიოდა ცესკოს შენობამდე, სამივე მოსასვლელი იქნება გადაკეტილი საჭიროების შემთხვევაში და ეს საჭიროება ნამდვიალდ დადგება, როდესაც ისინი გადაწყვეტენ. რეალურად ალყაში არის მოქცეული აქაურობა. ეს ბუნებრივია, შეუშლის იმას, ხელს, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ მათ შორის მედიის წარმომადგენლები. იქნება მკაცრი რეჟიმი", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცესკოს შენობა რკინის გალავანში მოაქციეს - რკინის ღობე ცენტრალური საარჩევნო კომისიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. ამ სიმაღლის ღობე საქართველოოში არცერთ სამთავრობო უწყებას არ აქვს.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით უსაფრთხოების ეს ზომები, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდაშვილმა ცესკოს ახალი ბარიერებით შემოსაზღვრა წესრიიგით ახსნა.