"მექსიკის საზღვრის ღობე" - რას ამბობს ოპოზიცია ცესკოს გალავანზე და რითი იმართლებენ თავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

16.08.24 15:24
"მექსიკის საზღვრის ღობე" - რას ამბობს ოპოზიცია ცესკოს გალავანზე და რითი იმართლებენ თავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

მექსიკის საზღვრის ღობე - ასე აფასებს ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე შემოვლებულ კონსტრუქციას.  ცესკოს და "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ჯინჯოლოვა ამბობს, რომ ღობის საჭიროება უსაფრთხოებისთვის ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან, სახელმწიფო ისედაც მილიონებს იხდის დაცვის პოლიციის მომსახურებაში.

,,ხუმრობაც დაიწყეს თანამშრომლებმა, აღნიშნულ ღობესთან დაკავშირებით. თითქოსდა რაღაც მექსიკის- ამერიკის საზღვარზეზე ღობე არის, ეს ერთგვარად ირონიულია სასაცილო ნამდვილად არ არის. იმდენად დამთრგუნველია თანამშრომლები წლებია აქ მუშაობენ და ამხელა ღობეს, რომ წამოუჭიმავ რისთვის სჭირდებათ  უბრალოდ ხომ. რა ისეთი მოლოდინია, რა ისეთი საშიშროებაა დადგეს ამ ორი თვის განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში, სრულიად გაუგებარია  თან იმის ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია მილიონობით თანხას იხდის დაცვის პოლიციის მომსახურებაში", - ამბობს დავით ჯინჯოლოვა.

ირკვევა, რომ გალავანის გარდა, დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა ინფორმაცია მანდატურების შემოიღეს შესახებაც.

,,აღნიშნული, ღობის შენება არის შეშინებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქმედება, რომლებიც რისთვის ემზადებიან ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ასეთი ქმედებებით, თუ რაიმეს აპირებენ, ამომრჩევლისგან ვერ დაიცავენ თავს. ასევე, მათ დღეს მანდატური შემოიღეს, რომელიც კომისიაზე უზრუნველყოფენ დისციპლინას. ჩვენ დისციპლინას არ გავურბივართ, თუმცაღა ვინ იქნებიან  დანიშნული მანდატურები სუს-ის მიერ იქნებიან შერჩეულები თუ ადმინისტრაციის მიერ არავინ არ იცის", - ამბოობს "ერთიანობის" და ცესკოს წევრი დავით კირთაძე.

ცესკოს ფინანსური დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბუსკივაძე შენობისთვის გალავნის შემოვლებას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აბრალებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი სამუშაოების შემადგენელი ნაწილია.

,ღობე არის, ღობე თქვენ თუ დააკვირდებოდით მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ცესკოს შენობის მომიჯნავედ ეწყობა ახალი საწყობი. ასევე ამ ტერიტორიაზე, სადაც ვიმყოფებით მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდა გზის საფარის აღდგენა და შესაბამისად აღდგენითი სამუშაოების ნაწილი არის ღობის მოწყობაც. ინფრასტრუქტურული სამუშაოების  შემადგენელი ნაწილია, ღობე არის ღობე, ამ შემთხვევაში  შემოსაზღვრას ცესკოს ავტოპარკინგს", - განაცხადა ბუსკივაძემ.

ცესკოს შენობა რკინის გალავანში მოაქციეს - რკინის ღობე ცენტრალური საარჩევნო კომისიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. ამ სიმაღლის ღობე საქართველოოში არცერთ სამთავრობო უწყებას არ აქვს.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით უსაფრთხოების ეს ზომები, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. 

ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდაშვილმა ცესკოს ახალი ბარიერებით შემოსაზღვრა წესრიიგით ახსნა.