არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ მთელი "ოცნება" არის დაკავშირებული რუსეთთან - გია ჯაფარიძე OCCRP-ის გამოძიებაზე

17.08.24 15:09
არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ მთელი "ოცნება" არის დაკავშირებული  რუსეთთან - გია ჯაფარიძე OCCRP-ის გამოძიებაზე

არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ მთელი "ოცნება" არის დაკავშირებული რუსეთთან - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ OCCRP-ის სკანდალურ გამოძებასთან დაკავშირებით გაანცხადა, რომელიც ივანშვილების ქონებას ეხება.

ჯაფარიძის თქმით, ავტორიტეტული ორგანიზაციის გამოძიებით, ყველაფერი ცხადი გახდა.

,,რასაკვირველია ეს კავშირები, არსებობს და ეს დადასტურდა ამ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის გამოძიებით. ეს ორგანიზაცია, ძალიან ავტორიტეტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არაერთი კორუფციული სქემა და არაერთი დანაშაულებრივი საქმიანობა გამოუაშკარავებია ამ ორგანიზაციას. ესეც, როგორც ჩანს არის ერთ-ერთი. არამხოლოდ ბატონი ივანიშვილის ოჯახი არის დაკავშირებული რუსეთთან. მთელი ''ქართული ოცნება'' არის დაკავშირებული  რუსეთთან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

OCCRP-მა "ოცნების" განცხადებების შემდეგ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში ქონებას ნამდვილად ფლობს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. დოკუმენტით ირკვევა, რომ ოლიგარქის მეუღლემ უძრავი ქონება მოსკოვში 2024 წლის 19 აპრილს გადაიფორმა.

ასევე ნახეთ: