ივანიშვილების რუსული ქონება - პირველი ინტერვიუ OCCRP-ის სკანდალური გამოძიების ავტორთან
პირველი ინტერვიუ დამოუკიდებელი საგამოძიებო მედია ორგანიზაციის რედაქტორთან - ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დრიუ სალივანი "პირველებს" ესაუბრა.
სალივანი აცხადებს, რომ მისი გუნდი საზოგადოებას მხოლოდ ფაქტებს უჩვენებს. მოპოვებული დოკუმენტებით კი დასტურდება, რომ ივანიშვილის მეუღლლე, ეკატერინე ხვედელიძე მოსკოვში უძრავი ქონების მფლობელია.
ჩვენ არ შეგვეძლო ყველა იმ დოკუმენტის და წყაროს ჩვენება, საიდანაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ რამდენიმე გავასაჯაროვეთ, რომ დაგვემტკიცებინა ამ ამბის სიმართლე - ეუბნება სალოვანი "პირველებს"
"მე ეს გამოძიება ჩემ ქართველ პარტნიორებთან ერთად მოვამზადე. შევისწავლეთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენთვის იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ისეთ დოკუმენტებზე გვქონოდა წვდომა, რომელიც ადასტურებს რომ ქონებას ფლობდა ბიძინა ივანიშვილის ცოლი და ჩვენ მივხვდით, რომ აღმოვაჩინეთ მოღალატეობრივი ფაქტები. ჩვენ არ შეგვეძლო ყველა იმ დოკუმენტის და წყაროს ჩვენება, საიდანაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ რამდენიმე გავასაჯაროვეთ, რომ დაგვემტკიცებინა ამ ამბის სიმართლე.
გასაგებია, რომ "ქართული ოცნება" ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ მე მინდა შევახსენო, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ უბრალოდ ვიკვლევთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ხალხს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ იმ პოლიტიკოსებზე ინფორმაციას, რომლებიც არიან მმართველ გუნდში და რადგან მათ თქვეს, რომ ეს იყო ტყუილი, ჩვენ სპეციალურად შერჩეული დოკუმენტები გამოვაქვეყნეთ, რომელიც ადასტურებს, რომ ის უძრავი ქონება ეკუთვნის ივანიშვილის ოჯახის წევრს", - ამბობს გამოძიების ერთ-ერთი ავტორი.
OCCRP-მა "ოცნების" განცხადებების შემდეგ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში ქონებას ნამდვილად ფლობს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. დოკუმენტით ირკვევა, რომ ოლიგარქის მეუღლემ უძრავი ქონება მოსკოვში 2024 წლის 19 აპრილს გადაიფორმა