''ოცნება'' და ივანიშვილის ოჯახი საკუთარ ამომრჩეველს ისევ ატყუებს - ზაქარეიშვილი OCCRP-ის გამოძიებაზე
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ OCCRP-ის გამოძიებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ''ოცნება'' და ივანიშვილის ოჯახი საკუთარ ამომრჩეველს ისევ ატყუებს.
ზაქარეიშვილის თქმით, მმართველი ხელისუფლება სწორედ ტყუილებით ცდილობს ქართველი ხალხი, რომ საქართველოს ორიენტაცია რუსეთის მიმართულებით არ ხდება.
''ქართული ოცნება'' და კერძოდ ივანიშვილის ოჯახი ატყუებს ისევ და ისევ საკუთარ ამომრჩეველს. ძალიან კარგია, რომ ეს ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ეს მოხდა უახლოს ხანში და რომ აშკარად ''ქართული ოცნება'' მუდმივად ტყუილების მანიპულაციით ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს რუსეთის მიმართულებით არ ხდება საქართველოს ორიენტაცია, რაც აშკარა თვალში საცემია ეს დინამიკა რუსეთის მიმართულებით მოძრაობა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
OCCRP-მა "ოცნების" განცხადებების შემდეგ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში ქონებას ნამდვილად ფლობს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. დოკუმენტით ირკვევა, რომ ოლიგარქის მეუღლემ უძრავი ქონება მოსკოვში 2024 წლის 19 აპრილს გადაიფორმა.
ასევე ნახეთ: