"საპნის ოპერის ჟანრი, მტკნარი სიცრუე" - კირცხალია OCCRP-ის სკანდალურ გამოძიებაზე
"საპნის ოპერის ჟანრი, მტკნარი სიცრუე" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია ივანიშვილის რუსული ქონების შესახებ. OCCRP-ის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ივანიშვილს მეუღლემ ქონება მოსკოვში 2024 წლის 19 აპრილს გადაიფორმა, "ოცნება" ისევ მტკიცებულებებს ითხოვს.
მტკნარი სიცრუე, ესეთ დოკუმენტს რამდენსაც გინდათ იმდენს ამოგიბეჭდავთ, როცა გინდათ და ერთი რაღაც მინდა ვთქვა და არაერთხელ მითქვამს აი ამ რაღაც სრულიად, რაღაც საპნის ოპერის ჟანრიდან თემა, რომ არ აქვთ და რაღაც თითიდან გამოწოვილ ინფორმაციებს, რომ ავრცელებენ. ვისზე დაყრდნობით აკეთებს, საერთაშორისო თქვენი თქმით ავტორიტეტული ორგანიზაცია, კოლექტიური გიგაურების. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პირველი იყო, ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდა. როგორ შეიძლება ჩვენ ან საზოგადოების ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი დაეყრდნოს აქ კოლექტიური გიგაურების დონორს და დამფინანსებელს და ესეთ დოკუმენტს, რამდენსაც გინდათ ამოგიბეჭდავთ. ორგანიზაცია, რომლის პარტნიორია კოლექტიური გიგაური, გამჭვირვალობა საქართველო, რომელსაც თვითონ პრობლემა აქვს გამჭვირვალობასთან ნამდვილად ვერ ვენდობი. მტკნარი სიცრუეა, მტკნარი სიცრუეა და არის რაღაც საპნის ოპერის ჟანრიდან, რომ ჩვენს პოლიტიკურად გარდაცვლილ ოპოზიციას, რაღაცა კვირიდან- კვირამდე თემა ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
OCCRP-მა "ოცნების" განცხადებების შემდეგ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში ქონებას ნამდვილად ფლობს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. დოკუმენტით ირკვევა, რომ ოლიგარქის მეუღლემ უძრავი ქონება მოსკოვში 2024 წლის 19 აპრილს გადაიფორმა.
ასევე ნახეთ: