2012 წლის მერე განვითარების ისტორიულ მწვერვალს მივაღწიეთ - კირცხალია დემოგრაფიულ პრობლემებზე

18.08.24 15:52
 2012 წლის მერე განვითარების ისტორიულ მწვერვალს მივაღწიეთ - კირცხალია დემოგრაფიულ პრობლემებზე

დემოგრაფიული პრობლემების პარალელურად, "ქართული ოცნება" კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის და მმართველმა პარტიამ ეკონომიკის განვითარების "ისტორიულ მწვერვალს" მიაღწია.

ივანიშვილის გუნდის წევრს ირაკლი კირცხალიას კითხვაზე, რატომ ირიცხება საქართველო იმ ქვეყანათა სიაშია, სადაც მოსახლეობის შემცირების ყველაზე მაღალი რისკია, პასუხი არ აქვს და ირწმუნება, რომ არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომლებიც მოსახლეობის წახალისებაზეა ორიენტირებული.

ძალიან ბევრი წამახალისებელი რამ კეთდება. თუნდაც იპოთეკურ ჭრილში ავიღოთ, რომ ახალი ბინა მარტივად შეიძინონ. ასევე საპატრიარქო არის აქტიურად ჩართული მოსახლეობასთან. ზოგადად რომ შევხედოთ შობადობის პრობლემას, ეკონომიკური უკვე გითხარით, საკმარისი და კმაყოფილება ჩვენ 2012 წლის მერე, მიუხედავად იმ ყველა განვითარებისა და ისტორიული მწვერვალებისა, რომელიც "ოცნებამ" მიაღწია, კმაყოფილი ჩვენ მაინც არ ვართ და მეტი გვინდა", - ამბობს კირცხალია.

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესებულია - ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს უსწრებს.

IDFI-ს მიერ საქსტატის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ გასულ წელს საქართველოში 175 ათასი ბავშვი დაიბადა და 202 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. დაბადებული ბავშვებიდან კი ყოველი მესამე არასრულწლოვანი (264,705) საარსებო შემწეობას იღებს.