საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესებულია - გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს უსწრებს

18.08.24 11:55
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესებულია - გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს უსწრებს

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესებულია - ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს უსწრებს.

IDFI-ს მიერ საქსტატის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ გასულ წელს საქართველოში 175 ათასი ბავშვი დაიბადა და 202 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. დაბადებული ბავშვებიდან კი ყოველი მესამე არასრულწლოვანი (264,705) საარსებო შემწეობას იღებს.

IDFI-ს პროგრამების დირექტორი "პირველებთან" აცხადებს, რომ მიუხედავად სახელმწიფო პროგრამებისა, რომელიც მათ შორის 2014 წლიდან ხორციელდება, არაეფექტურია.

ლევან ავალიშვილი განმარტავს, რომ მაღალმთიან რეგიონებში ყოველ მესამე ბავშვზე ოჯახებს 150-200 ლარი ერიცხებათ, თუმცა მკვლევრის თქმით, წლების გასვლის მიუხედავად, პროგრამა არ გაუმჯობესებულა, რაც უარყოფით შედეგს იწვევს. 

ლევან ავალიშვილი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რეალურ ცვლილებებს არ განახორციელებს და მყისიერ ზომებს არ მიიღებს, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობა საგანგაშოდ შემცირდება. 

მაღალი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება. რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველო, სადაც ეს კრიზისი ბევრი მიზეზის გამო არის გამოწვეული. მათ შორის, პირველ რიგში, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. პროგრამები, რომლებიც სახელმწიფომ 2014 წლიდან დაიწყო დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის, როგორც ჩანს, ეფექტს არ იძლევა. თუ რაიმე ეფექტური და რეალური არ მოიმოქმედა ხელისუფლებამ, რთულ ვითარებაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა", - ამბობს ლევან ავალიშვილი. 

მსგავსი სიახლეები