მოვუწოდებთ, დახმარებები ქართველ ხალხს არ დავამადლოთ და არ გამოვიყენოთ შანტაჟის იარაღად - გორდულაძე საფრანგეთისგან სესხის მიღებაზე

18.08.24 17:34
მოვუწოდებთ, დახმარებები ქართველ ხალხს არ დავამადლოთ და არ გამოვიყენოთ შანტაჟის იარაღად - გორდულაძე საფრანგეთისგან სესხის მიღებაზე

"ყველას მოვუწოდებთ, რომ დახმარებები ქართველ ხალხს არ დავამადლოთ და არ გამოვიყენოთ შანტაჟის იარაღად" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს მთავრობის მიერ საფრანგეთისგან 30 მლნ ევროს სესხის აღების შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

გორდულაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტი ბიუჯეტში საკმარისი თანხის არ ქონის გამო გარკვეულ პროექტებს ვერ განახორციელებს, ამავე პროექტების დასაფინანსებლად "სხვა გზა ყოველთვის გამოიყენება".

მადლობას ვუხდით ყველას, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში აქვს არაერთი დახმარება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული. ამავდროულად, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს დახმარებები არ დავამადლოთ ქართველ ხალხს და არ გამოვიყენოთ შანტაჟის იარაღად. როცა იქნება საჭირო, რომ კონკრეტულად ცენტრალური ბიუჯეტიდან იყოს დაფინანსებული გარკვეული პროექტები, დაფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ არ ექნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ამის საშუალება, თუ არადა სხვა გზა ყოველთვის გამოიყენება", - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს - შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელს აწერს, წერია, რომ მიზეზი ქალაქ ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებაა.

განკარგულება 15 აგვისტოთი თარიღდება, რომლის თანახმადაც, მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს სესხის აღებასთან დაკავშირებით ნებართვა უკვე მისცა.

დოკუმენტის მიხედვით, სესხის ხანგრძლივობა 20 წელია და მისი პროცენტი ჩამორიცხვის მომენტში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დაზუსტდება. რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს, შეღავათიანი პერიოდი 5 წელს შეადგენს.