როგორც დასავლეთს სჭირდება საქართველო, ისე საქართველოს სჭირდება დასავლეთი - კირცხალია საფრანგეთისგან სესხის მიღებაზე

18.08.24 17:43
როგორც დასავლეთს სჭირდება საქართველო, ისე საქართველოს სჭირდება დასავლეთი - კირცხალია საფრანგეთისგან სესხის მიღებაზე

"როგორც დასავლეთს სჭირდება საქართველო, ისე საქართველოს სჭირდება დასავლეთი" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია საქართველოს მთავრობის მიერ საფრანგეთისგან 30 მლნ ლარის სესხის აღებას. 

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლის მტკიცებით, საქართველოს მიმართებით საერთაშორისო პარტნიორებს "არასამართლიანი დამოკიდებულებები და განცხადებები გააჩნიათ".

ვიღაცამ რაღაც მიმართულებით კვლევა გააჩერა, ვიღაცამ არ გააჩერა. ჩვენი ინსტიტუტები ხომ მუშაობენ. სადღაც დაფინანსება იყო, ჩვეულებრივ მიმდინარეობს. ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება რაღაცის გაჩერების, კი ბატონო, გააჩერა. ჩვენ აქ თანხებზე კი არ გვაქვს საუბარი, ჩვენ საუბარი გვაქვს დამოკიდებულებებზე. იმ არასამართლიან დამოკიდებულებებზე და განცხადებებზე, რომელზეც ახლა ვრცლად ვისაუბრებ. როგორც დასავლეთს სჭირდება საქართველო, ისე საქართველოს სჭირდება დასავლეთი", - ამბობს კირცხალია. 

საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს - შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელს აწერს, წერია, რომ მიზეზი ქალაქ ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებაა.

განკარგულება 15 აგვისტოთი თარიღდება, რომლის თანახმადაც, მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს სესხის აღებასთან დაკავშირებით ნებართვა უკვე მისცა.

დოკუმენტის მიხედვით, სესხის ხანგრძლივობა 20 წელია და მისი პროცენტი ჩამორიცხვის მომენტში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დაზუსტდება. რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს, შეღავათიანი პერიოდი 5 წელს შეადგენს.