"ოცნება" ევროკავშირს ლანძღავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უნდა ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მობილიზება - ბუაძე

18.08.24 18:00
"ოცნება" ევროკავშირს ლანძღავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უნდა ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მობილიზება - ბუაძე

"მაშინ, როდესაც "ოცნება" ევროკავშირს ლანძღავს, ვხედავთ, რომ ამის მიუხედავად, ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მობილიზება მაინც სურს" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე საქართველოს მთავრობის მიერ საფრანგეთისგან 30 მლნ ლარის სესხის აღებას. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილს გუნდს ქვეყნის საგარეო კურსი ოკუპანტი რუსეთისკენ აქვს აღებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორებისგან სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას მაინც ითხოვს.

საქართველოს განვითარებას და კეთილდღეობას უწყვეტად ეხმარებოდა და ეხმარება დასავლეთი, ევროკავშირი და შტატები და ახლაც ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას გეზი აქვს რუსეთისკენ აღებული და ღიად, დაუფარავად ლანძღავენ ევროკავშირს, ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდათ ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მობილიზება იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის პროექტები დააფინანსონ იმ ევროპული ფულით, რომელიც ეხმარებოდა, ეხმარება და დაეხმარება ქართველ ხალხს", - ამბობს ბუაძე.

საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს - შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელს აწერს, წერია, რომ მიზეზი ქალაქ ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებაა.

განკარგულება 15 აგვისტოთი თარიღდება, რომლის თანახმადაც, მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს სესხის აღებასთან დაკავშირებით ნებართვა უკვე მისცა.

დოკუმენტის მიხედვით, სესხის ხანგრძლივობა 20 წელია და მისი პროცენტი ჩამორიცხვის მომენტში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დაზუსტდება. რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს, შეღავათიანი პერიოდი 5 წელს შეადგენს.