საფრანგეთისგან სესხის აღება დასტურია, რომ დასავლეთის დაფინანსება და მათი მხარდაჭერა საჭიროა - აქუბარდია
დეპუტატი თეონა აქუბარდია საქართველოს მთავრობის მიერ საფრანგეთისგან 30 მლნ ევროს სესხის აღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსგან ვალის აღება დასტურია იმისა, რომ ქვეყანას დასავლეთის დაფინანსება და მხარდაჭერა სჭირდება.
ამასთან, აქუბარდია ევროკავშირისგან მიღებულ დახმარებებს იხსენებს და ამბობს, რომ ევროკავშირისგან საბიუჯეტო დახმარების ნუსხაში ხაშურის წყლის მომარაგებისთვის გამოყოფილი თანხაც შედიოდა.
მაშინ, როდესაც ევროკავშირმა გამოაქვეყნა იმ დახმარებების ნუსხა, რითაც საბიუჯეტო დახმარება იყო, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნება" ამტკიცებდა, რომ არანაირი საბიუჯეტო დახმარება არ მოდიოდა ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის, იყო ხაშურის წყლისმომარგებისთვის დახარჯული ფული. სწორედ ეს დგას სასწორზე, ქართველი ხალხის ელემენტარული კეთილდღეობის წინაპირობა. ახლა სესხის აღება კვლავ იმას მიანიშნებს, რომ საჭიროა დასავლეთის დაფინანსება და მათი მხარდაჭერა", - ამბობს აქუბარდია.
საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს - შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელს აწერს, წერია, რომ მიზეზი ქალაქ ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებაა.
განკარგულება 15 აგვისტოთი თარიღდება, რომლის თანახმადაც, მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს სესხის აღებასთან დაკავშირებით ნებართვა უკვე მისცა.
დოკუმენტის მიხედვით, სესხის ხანგრძლივობა 20 წელია და მისი პროცენტი ჩამორიცხვის მომენტში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დაზუსტდება. რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს, შეღავათიანი პერიოდი 5 წელს შეადგენს.