ცესკოს დადგენილება მოგვცემს შესაძლებლობას, გავაქროთ სივრცე მანიპულაციებისთვის, რისთვისაც ოპოზიცია ემზადება - ოდიშარია

19.08.24 14:39
ცესკოს დადგენილება მოგვცემს შესაძლებლობას, გავაქროთ სივრცე მანიპულაციებისთვის, რისთვისაც ოპოზიცია ემზადება - ოდიშარია

"ცესკოს ახალი დადგენილება მოგვცემს შესაძლებლობას, გავაქროთ სივრცე მანიპულაციებისთვის, რისთვისაც ოპოზიცია ემზადება" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, ბექა ოდიშარია, ცესკოს ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  აუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე განხორციელდება.

ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ხელისუფლების ოპონენტები არა არჩევნებისთვის, არამედ 27 ოქტომბერს პროტესტის დაწყებისთვის ემზადებიან.

წილი ნაყარია და არჩევნები ატარდება ელექტრონული წესით. მე არ ვიცი, ვის რა აწუხებს ამ ახალ მიღებულ თამაშის წესებთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტი ერთია, იქნება რეგისტრატორი, რომელიც დააფიქსირებს ამომრჩევლის მოსვლას და იქნება ხმისმიცემის ელექტრონული აგრეგატი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სრულიად გავაქროთ სივრცე და არ დავტოვოთ მანიპულაციებისთვის, რისთვისაც ემზადება კიდეც ქართული ოპოზიცია. ისინი არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის", - ამბობს ოდიშარია. 

რატომ შეცვალა ცესკომ არჩევნების წინ დადგენილება? - საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.

არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.