ოპოზიციის შიშები იმდენად ილუზორული გახდა, რომ არ შეუძლიათ რაიმე არგუმენტის მოყვანა - ქადაგიშვილი

19.08.24 15:43
ოპოზიციის  შიშები იმდენად ილუზორული გახდა, რომ არ შეუძლიათ რაიმე არგუმენტის მოყვანა - ქადაგიშვილი

"ოპოზიციის  შიშები იმდენად ილუზორული გახდა, რომ არც კი შეუძლიათ რაიმე არგუმენტის მოყვანა" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ცესკოს ახალი დადგენილების შესახებ.

ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ივანიშვილის გუნდის პირობებში მიღებული კოდექსი საუკეთესოა, ამიტომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ოპოზიციას არჩევნებისთვის მომზადებაში მოუწოდებს. 

 მათი შიშები იმდენად ილუზორული გახდა, რომ არც კი შეუძლიათ რაიმე არგუმენტის მოყვანა. ოპოზიცია ახლა დაკავდება, ვირტუალური საშიშროებების მოძებნით, მაგრამ გარწმუნებთ მშვიდად იყვნენ დაწყნარებული იყვნენ, ''ქართული ოცნების'' პირობებში მიღებული საარჩევნო კოდექსი არის, საუკეთესო. ჩატარების ტექნოლოგია ელექტრონული სრულად არის საუკეთესო. თითიდან გამოწოვილ შიშს, ვუპასუხებ, რომ ადვილად გაქარწყლებადია. გაახილონ  თვალები ფართოდ და მოემზადონ  არჩევნებისათვის'', განაცხადა  ირაკლი ქადაგიშვილმა. 

რატომ შეცვალა ცესკომ არჩევნების წინ დადგენილება? - საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.

არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.