''სპეკულაციაა! წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ, ან დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან'' - გორდულაძე ოპოზიციას
"წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ, ან დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან, რომ ხინჯი შეიტანონ წინასაარჩევნო კამპანიაში" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ცესკოს ახალი დადგენილების შესახებ.
არჩილ გორდულაძე ირწმუნება, რომ ცესკოს ახალი გადაწყვეტილების შესახებ სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
სრული სპეკულაციაა და ელემენტარულად წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ, იმ ადამიანებს ერთი ვარიანტია, ან მეორე, პირდაპირი მნიშვნელობით ისინი ეწევიან დეზინფორმაციულ კამპანიას იმისათვის, რომ ხინჯი შეიტანონ წინასაარჩევნო კამპანიაში, შესაძლებლობა შექმნან და ცრუ კამპანიის შედეგად, როგორმე მოახერხონ რომ ობიექტური თუ არაობიექტური დამკვირვებლების ანგარიშებში მოახვედრონ დეზინფორმაცია. გამორიცხულია, სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს",- ამბობს არჩილ გორდულაძე.
რატომ შეცვალა ცესკომ არჩევნების წინ დადგენილება? - საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.